კატეგორიები

  • აზიფლექსი ექსტრა 60 ტაბლეტი

  • ფასი: 0.00 ლ
  • აუმჯობესებს კალციუმის ჩალაგებას ძვლოვან ქსოვილში. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, აუმჯობესებს სახსრის კვებასა და მოძრაობას სახსარში.



საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) chondroitin sulfate, d-glucosamine sulfate;
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი ჯგ: შემაერთებელ ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები →ხრტილის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი პრეპარატები
მწარმოებელი ფირმა Nature’s Bounty
მწარმოებელი ქვეყანა აშშ
გამოშვების ფორმა ტაბლეტი #60
გაცემის რეჟიმი III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

4 ტაბლეტის შემადგენლობა გლუკოზამინ ჰიდროქლორიდი 2000 მგ ქონდროიტინ სულფატი 1700 მგ მეთილსულფომეთანი 1600 მგფარმაკოლოგიური მოქმედება: ქონდროიტინ სულფატი ასტიმულირებს ჰიალურონის მჟავას, პროტეოგლიკანების, კოლაგენური ბოჭკოების სინთეზს, უზრუნველყოფს ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზაციას. გლუკოზამინ ჰიდროქლორიდი ­ ააქტიურებს სასახსრე გარსის, სახსარშიდა სითხის, ხრტილოვანი ქსოვილისათვის საშენი მასალის სინთეზს. მეთილსულფომეთანი უზრუნველყოფს გოგირდის ფიქსაციას ქონდროიტინ გოგირდმჟავას სინთეზისთვის,აუმჯობესებს კალციუმის ჩალაგებას ძვლოვან ქსოვილში. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, აუმჯობესებს სახსრის კვებასა და მოძრაობას სახსარში. ჩვენება: პირველადი და მეორადი ოსტეოართროზი, ოსტეოპოროზი,მხარბეჭის პერიართრიტი, ოსტეოქონდროზი, სპონდილოზი, მოტეხილობა, ხერხემლის დეგენერაციულ ­ დისტროფიული დაავადებები, მუხლზედა ქონდრომალაცია. მიღების წესი და დოზირება: 4 ტაბლეტი დღეში, სასურველია მიიღოთ საკვებთან, ან დიდი რაოდენობით წყალთან ერთად. გაფრთხილება: არ გამოიყენება ბავშვებში 18 წლამდე. პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან, თუ ხართ ორსული, მეძუძური, იღებთ სხვა პრეპარატებს, ან აღგენიშნებათ ალერგია ასპირინზე. შეინახეთ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ, თუ ლუქის მთლიანობა სახურავის ქვეშ დარღვეულია.

PSP გირჩევთ