კატეგორიები

ორასეპტი სპრეი 177მლ
  • ორასეპტი სპრეი 177მლ

  • ფასი: 13.72 ლ
  • ჩვენებები ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური საშუალება. პირის ღრუს და საყლაპავის მცირე გაღიზიანებისა და ტკივილის დროებითი შემსუბუქებისათვის.



აღწერილობა

გამჭირვალე, წითელი სითხე, ალუბლის/ფენოლის სუნით.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: ფენოლი1.4% (14მგ/mმლ)

დამხმარე ნივთიერებები: გლიცეროლი, ნატრიუმის საქარინი, ალუბლის არომატიზატორი, საღებავი FD&C წითელი #40 (E129), გასუფთავებული წყალი.

სამკურნალწამლო ფორმა

ადგილობრივი გამოყენების სპრეი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ხორხისა და საყლაპავის დაავადებების სამკურნალო საშუალება. ანტისეპტიკური საშუალება. ათქ კოდი: R02AA19

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფენოლის ხსნარებს გააჩნია ძლიერი ბაქტერიოციდული აქტივობა ვეგეტატიური ფორმის მიკროორგანიზმების მიმართ. ამასთან ერთად, აღნიშნულ ხსნარებს აქვს ანესთეზიური ეფექტი.

ფარმაკოკინეტიკა

ფენოლი, რომელიც შემადგენლობაში შედის, გამოიყოფა ლორწოს საშუალებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შემდგომი გამოყოფით. პრეპარატის ღვიძლში გავლა და თირკმლებიდან გამოყოფა ყველაზე დიდი ალბათობით მოსალოდნელია ზედოზირებისას.

გამოყენების ჩვენებები

ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური საშუალება.

პირის ღრუს და საყლაპავის მცირე გაღიზიანებისა და ტკივილის დროებითი შემსუბუქებისათვის.

გამოყენების მეთოდი და დოზები

გამოყენება 3 წლამდე ბავშვებში შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, 12 წლამდე ბავშვებში მოზრდილების მეთვალყურეობით.

გააფრქვიეთ სპრეი შესაბამისი დოზირებით ლორწოვანი გარსის ანთებით უბანზე 15 წამის განმავლობაში დაიგროვეთ მიღებული ხსნარი, შემდგომ ხსნარის ნარჩენი გადმოაფურთხეთ.

დოზა.

სპრეის ერთი შეფრქვევა შეადგენს 0,7 მლ-ს და შესაბამისად შეიცავს 9,8 მგ ფენოლს.

პრეპარატის დოზა განსხვავებულია პაციენტების კატეგორიის შესაბამისად. თუ ექიმმა არ დანიშნა სხვა დოზა, ყელის ტკივილის შემსუბუქების მიზნით რეკომენდებულია: მოზარდებსა და 12 წლიდან ბავშვებისათვის - 3-5 -ჯერ ფლაკონის გამფრქვევზე დაჭერა (შეადგენს 29,4მგ-ს და 49 მგ ფენოლს, შესაბამისად) დაზიანებული უბნების ლორწოვან გარსზე ყოველ 2 საათში ერთხელ; ბავშვები 3-12 წლამდე- 3 ჯერამდე ფლაკონის გამფრქვევზე დაჭერა (შესაბამისად შეიცავს 29,4 მგ ფენოლს) დაზიანებული უბნების ლორწოვან გარსზე ყოველ 2 საათში ერთხელ; 3 წლამდე ბავშვები - აუცილებელია სპრეის გამოყენებისა და დოზირების რეჟიმის შესახებ შეუთანმხდეთ მკურნალ ექიმს.

გვერდითი მოვლენები

გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები (კანის გამონაყარი, კანის სიწითლე, ქავილი, გამონაყარი, ანგიონევროტიკული შეშუპება). შესაძლებელია რეაქციები დატანის ადგილას (პირის ღრუს ან საყლაპავის ლორწოვანი გარსის ადგილობრივი შეშუპება).

პრეპარატში ფენოლის შემცველობა ითვლება უსაფრთხოდ პოტენციურად ტოქსიური და კანცეროგენული თვისებებიდან გამომდინარე. ორასეპტს არ აქვს კბილის ემალზე დამაზიანებელი მოქმედება.

უკუჩვენებები

ბავშვთა ასაკი სამ წლამდე.

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

ღვიძლის და თირკმელის სერიოზული დაავადებები

ყიის ანთება.

ანთებითი დაავადებები ლორწოვანი გარსების გავრცელებული დაზიანებით პრეპარატის შეწოვის გაძლიერბასთან და სისტემური ტოქსიკური ზემოქმედების რისკის გაზრდასთან დაკავშირებით.

ზედოზირება

ფენოლის ზედოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ლორწოვანი გარსის დაზიანება, გულისრევა, ღებინება, მომატებული ოფლიანობა და დიარეა. შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა და სისუსტე. პაციენტებმა შეიძლება განიცადოს აღგზნებადობა, რომლის შემდეგ დგება გონების დაკარგვა. ასევე შეიძლება განვითარდეს ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესია სისხლის მიმოქცევის და სუნთქვის დათრგუნვით. მძიმე შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ფილტვების შეშუპება, ღვიძლისა ან თირკმლების დაზიანება. სასიკვდილო დოზაა ფენოლის 1-15გ დოზა (შინაგანად მიღებისას), შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი სუნთქვის მოშლის გამო. ზედოზირების ეჭვის დროს აუცილებლად მიიღეთ აქტივირებული ნახშირი და ამოირეცხეთ კუჭი.

უსაფრთხოების ზომები

ფენოლის ხსნარი არ უნდა გამოიყენოს კანის ფართო უბნებზე, ლორწოვან გარსებზე ან დიდ ჭრილობებზე, ვინაიდან, შეწოვის შედეგად შეიძლება განვითარდეს სისტემური ტოქსიური ეფექტები.

აკრძალულია რეკომენდებული დოზების გადაჭარბება და 3 წლამდე ბავშვებში მისი გამოყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.

არ უნდა მოხდეს პრეპარატის თვალზე მოხვედრა. შემთხვევით პრეპარატის თვალზე მოხვედრისას - აუცილებელია მისი ჩამორეცხვა დიდი რაოდენობა წყლით. არ უნდა მოხდეს ფენოლის ხსნარის შესუნთქვა.

ყელის ძლიერი და გაუჩერებელი ტკივილიან მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, გულისრევა და/ან ღებინება შეიძლება მიუთითებდეს სერიოზულ დაავადებებზე. აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს და ექიმთან კონსულტაციამდე არ მიიღოთ ორასეპტი.

პრეპარატი განკუთვნილია ხანმოკლე მკურნალობისას. პაციენტებმა უნდა მყისიერად უნდა შეწყვიტონ პეპარატის მიღება და მიმართონ ექიმს, იმ შემთხვევაში თუ პრეპარატის გამოყენებისას 7 დღის მანძილზე პირის ღრუს ლორწოვანის დაზიანებისას და 2 დღის მანძილზე საყლაპავის დაზიანებისას დაავადების სიმპტომები არ სუსტდება; თუ გაღიზიანება, ტკივილი და ლორწოვანი გარსის სიწითლე არ სუსტდება ან ძლიერდება; თუ იზრდება ტემპერატურა, ვითარდება ლოკალური შესუპება ან გამონაყარი.

გამოყენება ორსულობისას და ძუძუთი კვების დროს

არ არსებობს მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

ორასეპტის გამოყენება არ არის რეკომენდებული ზემოაღნიშნულ პერიოდებში.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვაზე

პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილის ტარებაზე ან სხვა მექანიზმებზე მუშაობაზე.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან მისი ურთიერთქმედება

არ არსებობს პრეპარატის ურთიერთქმედების მონაცემები სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

პრეპარატი ინიშნება კომპლექსურ თერაპიაში პირის ღრუს და ყელის ანთებითი დაავადებებისას სულფანილამიდებთან, ანტიბიოტიკებთან, ვიტამინებთან ერთად. ექიმის კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება მიასთენიის თერაპიის დროს; არ შეიძლება მისი გამოყენება იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც თრგუნავს ცნს-ს, სადეზინფექციო საშუალებებთან , რომლის შემადგენლობაში შედის მძიმე მეტალები, მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად, ნეიროკუნთოვანი გადამტანის ბლოკატორებთან, ოპოიდებთან და ვაზოკონსტრიქტორებთან ერთად.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

2 წელი, არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.