კატეგორიები

  • ტრახისანი 200მლ. -იანი ხსნარი

  • ფასი: 0.00 ლ
  • უკუჩვენება: პრეპარატის აქტიური ნივთიერებებისა და მისი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, პირის ღრუდან სისხლდენა (ეროზიული, დესქვამაციური ცვლილებები), პირის ღრუსა და ხახის მიდამოში არსებული ახალი ჭრილობა.



სავაჭრო დასახელება: ტრახისანის სავლები
წამლის ფორმა: ხსნარი
შემადგენლობა: 100მლ ხსნარი შეიცავს 0,100გ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს 1 H20 და 0,200გ ქლორჰექსიდინის გლუკონატს.
პრეპარატი შეიცავს 7,9% (V/V) ალკოჰოლს.
ჩვენება:
პრეპარატი გამოიყენება პირის ღრუსა და ხახის ანთებითი დაავადებების, ტონზილიტის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის, პირიდან არასასიამოვნო სუნის, კბილის რბილი ნადების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად, ღრძილების, ენისა და ხორხის ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ.
უკუჩვენება:
 პრეპარატის აქტიური ნივთიერებებისა და მისი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა,
 პირის ღრუდან სისხლდენა (ეროზიული, დესქვამაციური ცვლილებები),
 პირის ღრუსა და ხახის მიდამოში არსებული ახალი ჭრილობა
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატი ხასიათდება კარგი ამტანობით.
იწვევს გემოვნების ცვლილებას, რომელიც გრძელდება ერთი დღის განმავლობაში და ქრება სწორი მკურნალობის შემდეგ. პრეპარატის ხანგრძლივად და ჭარბი დოზით გამოყენებისას მოსალოდნელია ენისა და კბილების ყვითლად ან ყავისფრად შეფერვა, თუმცა იგი ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
დოზირება და მიღების წესი:
პრეპარატი მიიღება 1 სუფრის კოვზის ოდენობით 3-4-ჯერ დღეში, პირის ღრუში დაყოვნებით 1/2 წუთის განმავლობაში. პრეპარატი მიიღება განზავების გარეშე. მისი გადაყლაპვა არ არის რეკომენდებული, თუმცა მისი ჩაყლაპვა არ არის საზიანო. იმისათვის რომ უზრუნველყოთ ხანგრძლივი ეფექტი ლორწოვან გარსზე გამოსავლები გამოყენებული უნდა იყოს საჭმლის მიღების შემდეგ.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
თუ იგი არ არის დანიშული ექიმის მიერ, მისი მიღება არ არის მიზანშეწონილი უწყვეტად 6 კვირაზე მეტი ხნის გნმავლობაში.
გამოშვების ფორმა:
200 მლ მინის ბოთლის შეფუთვაში.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 250 ჩ ტემპერატურაზე მშრალ და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის რეჟიმი: ურეცეპტოდ