კატეგორიები

  • ალთეს დასალევი-სიროფი ჟოლო და მარწყვი 125 მლ..

  • ფასი: 3.93 ლ
  • პრეპარატი გამოიყენება როგორც ხველით მიმდინარე ზედა სასუნთქი გზების სამკურნალოდ (მშრალი ხველა, სველი ხველა, ძნელად გამომყოფი ნახველით, ბრონქიტი, ტრაქეიტი, ბრონქული ასთმა), აგრეთვე გაცივებით გამოწვეული სხვა დაავადებების (ყელისა და ხახის ტკივილი, მწვავე რესპ



გამოშვების ფორმა, შეფუთვა: 
სიროფი - ფლაკონში დოზირებული ხუფით 125 მლ

შემადგენლობა: 100გ
                                       
ტუხტის ფესვების 5% ექსტრაქტი -------34.9 გ
საქაროზა ------------------------------------------64 გ
ეთანოლი 600 --------------------------------------1 გ
ბენზოის მჟავა------------------------------------0.1 გ

მწარმოებელი: 
P.P.E. "GEMI" პოლონეთი

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: 
ფიტოპრეპარატი ამოსახველებელი, ამომფენი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: 
პრეპარატის დამარბილებელი, შემომგარსველი, ამოსახველებელი მოქმედება განპირობებულია ტუხტის ფესვებისაგან გამონაწვლილი ლორწოვანი ნივთიერებების მაღალი კონცენტრაციით. ტუხტის ფესვების ჰიდროლიზის შედეგად წარმოიქმნება კალაქტურონის მჟავა, გალაქტოზა, გლუკოზა, რამინოზა და არაბინოზა. პრეპარატში შემავალი ლორწოვანი ნივთიერებები დაცვითი ფენის სახით განლაგდებიან ანთებითთან ძალიან მგრძნობიარე უბნის ზედაპირზე და ხელს უწყობენ მის სწრაფ რეგენერაციას. პრეპარატი ასევე ხასიათდება ხველების საწინააღმდეგო მოქმედებით.

ჩვენება: 
პრეპარატი გამოიყენება როგორც ხველით მიმდინარე ზედა სასუნთქი გზების სამკურნალოდ (მშრალი ხველა, სველი ხველა, ძნელად გამომყოფი ნახველით, ბრონქიტი, ტრაქეიტი, ბრონქული ასთმა), აგრეთვე გაცივებით გამოწვეული სხვა დაავადებების (ყელისა და ხახის ტკივილი, მწვავე რესპირატორული დაავადებები, გრიპი და სხვა) სამკურნალოდ.
დოზირებისა და მიღების რეჟიმი
3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1/2 დოზირებული ხუფი (5 მლ) 2-3-ჯერ დღეში.
6-დან 12 წლამდე ააკის ბავშვებში: 1/2 დოზირებული ხუფი (5 მლ) 3-4-ჯერ დღეში.
12 წლის ზევით ასაკის ბავშვებში: 1 დოზირებული ხუფი (10 მლ) 3-4-ჯერ დღეში

გვერდითი მოვლენები: 
არ არის აღწერილი. 
პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ნატრიუმის ბენზონატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

უკუჩვენება: 
პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია.

ჰიპერდოზირება: 
არ აღინიშნება.

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: 
პრეპარატი ინახება 15-25oC ტემპერატურაზე, მჭიდროდ თავდახურულ ფლაკონში, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

PSP გირჩევთ