კატეგორიები

  • ალთეს რთული დასალევი-სიროფი 150 მლ..

  • ფასი: 5.40 ლ
  • ამოსახველებელი, გრიპოზული მდომარეობების, სასუნთქი გზების ანთებითი პროცესების და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალება.



შემადგენლობა: 
ნატრიუმის ბენზოატი       (ს.ფ. X, გვ. 440)...              0,5 გრ.
ტერპინჰიდრატი             (ს.ფ. X, გვ. 672)...              0,25 გრ.      
კალიუმის იოდიდი          (ს.ფ. X, გვ. 383)...              0,01 გრ.
ეთილის სპირტი            (ს.ფ. X, გვ. 646)...              2,0 გრ.
გამოხდილი წყალი    (ს.ფ. X, გვ. 646)...              100,0 გრ-მდე.
ტუხტის ფესვები            (ს.ფ. ტ.2 გვ. 411)...              5,0 გრ.  
შაქარი                     (ს.ფ. X, გვ. 416)...               61,0 გრ.


წამლის ფორმა
 _ სიროფი.

აღწერილობა _  ღია ჩალისფერი, ბლანტი, ლორწოვანი მცირედ ოპალესცირებული სითხე, თავისებური სუნით და მოტკბო გემოთი.

ფარმაკოლოგიური თვისება
 _ ამოსახველებელი საშუალება.


ჩვენება:
  ამოსახველებელი, გრიპოზული მდომარეობების,  სასუნთქი გზების ანთებითი პროცესების და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალება.


უკუჩვენება
 _ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.


გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები:
 არ არის დადგენილი.


არასასურველი ეფექტი:
 არ არის დადგენილი. 


დოზირება და მიღების წესი
 _ თითო დესერტის კოვზით 3-4 ჯერ დღეში ჭამის შემდეგ (1წლამდე ბავშვებს ჩაის კოვზით.)


ჭარბი დოზირება:
 შეიძლება ადგილი ჰქონდეს 15 წლამდე ასაკის ბავშვებში იმ შემთხვევაში, თუ მან პრეპარატი მიიღო მთლიანი ფლაკონის მოცულობით ერთ მიღებაზე.


შენახვის პირობები
 _ გრილ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.


ვარგისიანობა
 _ 2 წელი.


შეფუთვა
 _ 150 გრამიანი ფერადი მინის ან პოლიეთილენის ფლაკონი.


გაცემის რეჟიმი:
 რეცეფტის გარეშე.