კატეგორიები

  • აცც 100 მგ. შუშხუნა 20 ტაბლეტი

  • ფასი: 8.92 ლ
  • გამოყენების ჩვე­ნე­ბა: სუნთქვის ორგანოთა დაავადება, რომელსაც ახლავს ბლანტი და ძნელად გა­მო­ყოფადი ნახველის წარმოქმნა: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ობსტრუქ­ცი­ული ბრონქიტი, პნევმონია, ბრონქოექტაზა, ბრონქიალური ასტმა, ბრონქო­ლი­ტები, მუკოვისციდოზი.მწვავ



შემადგენლობა:

1 შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს აცეტილცისტეინის 100 მი­ლი­გრამს.
დამხმარე ნივთიერებები:
ასკორბინის მყავა, ლიმონის მჟავის ანჰიდრიდი, ლაქტოზის ანჰიდრიდი, მანი­ტო­ლი, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, საქარინი, მაყვლის არომატიზატორი.

აღწერა: თეთრი, მგრვალი, ბრტყელი ტაბლეტი მაყვლის სუნით.

ფარმაკოლოგიული თვისებები:

ფარმაკოკოლოგიული ჯგუფი: მუკოლიტიკური საშუალება.

კოდი: AთX: PO5ჩB01

ფარმაკოდინამიკა:

აცე­ტილ­ცის­ტე­ი­ნის სტრუქ­ტუ­რა­ში სულ­ფჰიდ­რი­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბის არ­სე­ბო­ბა ხელს უწ­ყობს ნახ­ვე­ლის მჟა­ვე მუ­კო­პო­ლი­სა­ქა­რი­დე­ბის დი­სულ­ფი­დუ­რი კავ­ში­რე­ბის გაწ­ყვე­ტას, რაც იწ­ვევს ლორ­წოს სიბ­ლან­ტის შემ­ცი­რე­ბას. პრე­პა­რა­ტი აქ­ტი­უ­რო­ბას ინარ­ჩუ­ნებს ჩირ­ქო­ვა­ნი ნახ­ვე­ლის შემ­თხვე­ვა­შიც.

აცე­ტილ­ცის­ტე­ი­ნის პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბი­სას ქრო­ნი­კუ­ლი ბრონ­ქი­ტი­თა და მუ­კო­ვის­ცი­დო­ზით და­ა­ვა­დე­ბულ პა­ცი­ენ­ტთა შო­რის აღი­ნიშ­ნე­ბა გამ­წვა­ვე­ბის სიხ­ში­რი­სა და სიმ­ძი­მის შემ­ცი­რე­ბა.

გამოყენების ჩვე­ნე­ბა:

სუნთქვის ორგანოთა დაავადება, რომელსაც ახლავს ბლანტი და ძნელად გა­მო­ყოფადი ნახველის წარმოქმნა: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ობსტრუქ­ცი­ული ბრონქიტი, პნევმონია, ბრონქოექტაზა, ბრონქიალური ასტმა, ბრონქო­ლი­ტები, მუკოვისციდოზი.მწვავე და ქრონიკული სინუსიტი, შუა ყურის ანთება (ოტიტი).

უკუჩ­ვე­ნე­ბა:

აცეტილცისტეინის ან პრე­პა­რა­­ტის სხვა კომ­პო­ნენ­ტების მი­მართ მო­მა­ტე­ბუ­ლი მგრძნო­­ბე­ლო­ბა. კუჭის ან თოლმეტგოჯა ნაწლავის წყლული გამწვავების სტა­დი­აში, სისხლხველება, ფილტვის სისხლდენა, ორსულობა, ლაქტაცია.

სიფრთხილით – საყლაპავი მილის ვენების ვარიკოზული გაფართოება, ბრონ­ქი­ა­ლური ასტმა, თირკმელზედა ჯირკვალის დაავადებები, ღვიძლის და/ან თირ­კმელების უკმარობა.

აცეტილცისტეინი სიფრთხილით გამოიყენება სისხლხველების, ფილტვის სის­ხლდე­ნისაკენ მიდრეკილ ავადმყოფთა შორის.

ორ­სუ­ლო­ბა და ლაქტა­ცი­ის პე­რი­ოდი:

საკმარისი მონაცემების არარსებობის გამო პრე­პა­რა­ტის დანიშვნა ორ­სუ­ლო­ბი­სა და ლაქტაციის პერიოდში შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ მა­შინ, რო­ცა დე­დის მო­სა­ლოდ­­ნე­ლი სარ­გე­ბე­ლი აღე­მა­ტე­ბა ბავ­შვი­სათ­ვის შე­საძ­ლო ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბის რისკს.

დო­ზტრება:

თუ ექი­მის მი­ერ სხვა და­ნიშ­ნუ­ლი არ არის, რეკომენდებულია შემდეგი დო­ზები:

მოზ­რდი­ლები და 14 წელზე უფროსი მოზარდები: 2 შუშხუნა ტაბლეტი დღე­ში 2-3-ჯერ (აცეტილცისტეინის 400-600 მგ დღეში).

6-14 წლის ბავშვები: 1 შუშხუნა ტაბლეტი დღე­ში 3-ჯერ ან 2 შუშხუნა ტაბ­ლე­ტი დღე­ში 2-ჯერ (აცეტილცისტეინის 300-400 მგ).

2-5 წლის ბავშვები: 1 შუშხუნა ტაბლეტი დღე­ში 2-3-ჯერ (აცეტილცისტეინის 200-300 მგ).

მუკოვისციდოზი:

მუკოვისციდოზის შემთხვევაში, თუ პაციენტის სხეულის მასა 30 კგ აღემა­ტე­ბა, საჭიროებისამებრ შეიძლება დოზის გაზრდა – აცეტილცისტეინის 800 მგ-მდე დღეში.

6 წელს გადაცილებული ბავშვებისათვის რეკომენდებულია 2 შუშხუნა ტაბ­ლე­ტი დღე­ში 3-ჯერ (აცეტილცისტეინის 600 მგ დღეში).

2-6 წლის გადაცილებული ბავშვებისათვის რეკომენდებულია 1 შუშხუნა ტაბ­ლე­ტი დღე­ში 4-ჯერ (აცეტილცისტეინის 400 მგ დღეში).

გახსენით შუშხუნა ტაბლეტი ნახევარ ჭიქა წყალში და მიიღეთ ჭამის შემდეგ. აუცი­ლებელია პრეპარატის მიღება ტაბლეტის გახსნისთანავე; გან­სა­კუთ­რე­ბულ შემთხვევაში დასაშვებია დამზადებული ხსნარის შენახვა 2 საათის გან­მავ­ლობაში. სითხის დამატებითი მიღება აძლიერებს პრეპარატის მუკო­ლი­ტი­კურ ეფექტს.

უეცარი ხანმოკლე გაცივების შემთხვევაში პრეპარატის მიღების ხან­გრძლი­ვო­ბა 5-7 დღეს შეადგენს.

ქრონიკული ბრონქიტისა და მუკოვისციდოზის შემთხვევაში საჭიროა პრე­პა­რა­ტის მიღება უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში – ინფექციისაგან პრო­ფი­ლაქტიკური ეფექტის მისაღწევად.

გვერ­დი­თი მოქმედება:

იშვიათად აღინიშნება თა­ვის ტკი­ვი­ლი, პირის ლორწოვანი გარსის ანთება (სტო­მატიტი) და ხმაური ყურში. ძალიან იშვიათად – ფაღარათი, ღებინება, გულ­ძმარვა და გულის რევა. ერთეულონ შემთხვევაში ადგილი ჰქონია ისეთ ალერ­გიულ რეაქციას, როგორიცაა სასუნთქი გზების სპაზმი (ბრონქოსპაზმი, უპი­რატესად ჰიპერაქტიული ბრონქიალური სისტემის მქონე პაციენტებთან ბრონ­ქიალური ასტმის შემთხვევაში), არტერიული წნევის დაცემა, გულის შე­კუმ­შვის სიხშირის მომატება (ტაქიკარდია), გამონაყარი კანზე, კავილი და ჭინ­ჭრის გამონაყარი. გარდა ამისა, არსებობს ერთეულოვანი შეტყობინება სის­ხლდენის განვითარების შესახებ მომატებული მგძნობელობის რეაქციის არ­სებობის მიზეზით.

გვერდითი მოვლენის განვითარებისას შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მი­მარ­თეთ ექიმს.

ჭარბი დოზა:

ჭარბი დოზის მიღებისას აღინიშნება ისეთი მოვლენები, როგორიცაა ფა­ღა­რა­თი, ღებინება, მუცლის ტკივილი, გულძმარვა და გულის რევა. დღემდე მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა.

სხვა სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბებ­თან ურ­თი­ერ­თქმე­დე­ბა:

აცეტილცისტეინისა და ხველის საწინააღმდეგო საშუალებათა ერთდროულ მი­ღებას ხველის რეფლექსის დათრგუნვის გამო შეიძლება მოჰყვეს ნახ­ველის და­გუბება. ამიტომ მსგავსი კომბინაციის შერჩევა სიფრთხილეს მოითხოვს.

აღინიშნება აცეტილცისტეინის სინერგიზმი ბრონქოლიტიკებთან.

აცეტილცისტეინისა და ნიტროგლიცერინის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ამ უკანასკნელის სისხლძარღვთა გამათართოებელი ეფექტის გაძ­ლი­ერება.

ფარმაცევტულად შეუთავსებელია ანტიბიოტიკებთან (პენიცილინებთან, ცეფა­ლო­სპორინებთან, ერიტრომიცინთან, ტეტრაციკლინთან, ამფოტერიცინ B-თან), აგ­რეთვე პროტეილიტიკურ ფერმენტებთან.

პრეპარატის ლითონებთან, რეზინთან კონტაქტისას წარმოიქმნება სულფიდები და­მახასიათებელი სუნით.

ამცირებს პენიცილინების, ცეფალოსპორინების, ტეტრაციკლინის შეწოვების უნარს (მათი მიღება შეიძლება აცეტილცისტეინის მიღებიდან სულ მცირე 2 სა­ათის შემდეგ).

განსაკუთრებული მითითება:

ბრონქიალური ასტმისა და ობსტრუქციული ბრონქიტის შემთხვევაში აცეტილ­ცის­ტეინის დანიშვნა მოითხოვს სიფრთხილესა და ბრონქიალური გამავლობის სის­ტემატურ კონტროლს.

შაქრის დიაბეტით დაავადებული პაციენტის მკურნალობისას უცილობლად გა­სათ­ვალისწინებელია, რომ ტაბლეტი საქაროზას შეიცავს: 1 შუშხუნა ტაბ­ლე­ტი 0.006 პურის ერთეულს შეესაბამება.

პრე­პარატთან მუშაობისას გამოიყენეთ მხოლოდ მინის ჭურჭელი, გამორიცხეთ კონ­­ტაქტი ლითონთან, რეზინასთან, ჟანგბადთან, ადვილად ჟანგვად ნივ­თი­ე­რე­ბებ­თან.

გამოშვების ფორმა:

20 ან 25 ტაბლეტი ალუმინის ან პლასტმასის ტუბაში. 1 ტუბა 20 ტაბლეტით ან 4 ტუბა 25 ტაბლეტით მუყაოს ყუთში, გამოყენების ინსტრუქციასთან ერ­თად.

4 ტაბლეტი 3-ფენიანი მასალის (ქაღალდი/პოლიეთილენი/ალუმინი) სტრიპში. 15 სტრიპი მუყაოს ყუთში, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
 
შენახვის პირობები:
მშრალ და ბავშვე­ბი­სათვის მიუწ­ვ­დო­მელ ადგილას, +250ჩ-მდე ტემპერატურის პი­რო­ბებ­ში.

ტაბლექის ამოღების შემდეგ არ დატოვოთ ტუბა ღია მდგომარეობაში!

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.
არ გამოიყენოთ პრეპარატი მითითებული ვარგისიანობის ვადის ამო­­წურვის შემ­­დეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი:
ურეცეპტოდ.

PSP გირჩევთ