კატეგორიები

  • ბრომგექსინი დრაჟე 8მგ 25 ცალი

  • ფასი: 2.00 ლ
  • სეკრეტის გათხელების სამკურნალოდ, ბრონქებისა და ფილტვების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს, რომლებსაც ახლავს წებოვანი სეკრეტი.



საერთაშორისო დასახელება - bromhexine hydrochloride
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - RO5CB02

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო საშუალებები
, მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
დრაჟე 8 მგ: 25 ც.

ერთი დრაჟე შეიცავს:
მოქმედი სამკურნალო კომპონენტი: 8 მგ ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდი სხვა კომპონენტები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ჟელატინი, კაჟბადის მაღალდისპერსიული დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, საქაროზა, კალციუმის კარბონატი, მაგნიუმის კარბონატი მსუბუქი ძირითადი, ტალკი, საღებავები E 104 და E 107, მაკროგოლი 6000, პოვიდონი, გლუკოზის სიროფი, კარნაუბის ცვილი. სეკრეტის გამათხელებელი საშუალება (ათქ კოდი: R05C B02)
ბრომჰექსინი სამკურნალო საშუალებაა, რომელიც წარმოადგენს ნატურალური ნივთიერების ვაზიცინის წარმოებულს, რომელსაც შეიცავს ინდური სამკურნალო მცენარე Adhata vasica.

ჩვენებები
სეკრეტის გათხელების სამკურნალოდ, ბრონქებისა და ფილტვების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს, რომლებსაც ახლავს წებოვანი სეკრეტი.

მიღების წესები და დოზები

თუ სხვანაირად არ არის დანიშნული:
6-14 წლის ბავშვებში, ასევე პაციენტებში სხეულის 50 კგ-ზე ნაკლები წონით __ დღეში 3-ჯერ 1 დრაჟე
მოზრდილები და 14 წელზე უფროსი მოზარდები __ დღეში 3-ჯერ 1-2 დრაჟე

ღვიძლის ან თირკმელების ფუქნციის მძიმე დარღვევისას საჭიროა დოზის შესაბამისი შემცირება. ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
დრაჟე მიიღება ჭამის შემდეგ, დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობით სითხესთან ერთად.
მითითება: აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ დალეული სითხის რაოდენობა საკმარისი უნდა იყოს, იმიტომ რომ მკურნალობისას მიღებული სითხის რაოდენობის გაზრდა ხელს უწყობს მკურნალობას და ბრონქებში სეკრეტის სასურველ გათხელებას. გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე. ექიმთან კონსულტაციის გარეშე 4-5 დღეზე მეტ ხანს პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოქმედებების შეფასების საფუძვლად ჩვეულებრივ მიიღება სიხშირის შემდეგი მონაცემები:
ძალიან ხშირად:
10 ნამკურნალებიდან 1-ზე მეტი
ხშირად:
1-ზე ნაკლები 100-დან, მაგრამ არა უმეტეს 1-სა 100 ნამკურნალებიდან
ზოგჯერ:
1-ზე ნაკლები 100-დან, მაგრამ არა უმეტეს 1-სა 1000 ნამკურნალებიდან
იშვიათად:
1-ზე ნაკლები 1000-დან, მაგრამ არა უმეტეს 1-სა 10.000 ნამკურნალებიდან

ძალიან იშვიათად:
1 შემთხვევა 10.000 ნამკურნალებიდან ან უფრო იშვიათად, ერთეული შემთხვევის ჩათვლით.
ჩვეულებრივ პრეპარატი კარგად აიტანება. მაგრამ ხშირად შეიძლება წარმოიშვას ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. ძალიან იშვიათად შეიძლება განმეორებით განვითარდეს კუჭის ან ნაწლავის ადრე არსებული წყლული. ზოგჯერ ადგილი აქვს თავბრუსხვევის შეგრძნებას, თავის ტკივილს, სისხლში ღვიძლის ფერმენტების მაჩვენებლების მომატებას (ასპარტატამინოტრანსფერაზა ან მოკლედ ასატ), ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებს (კანის ან ლორწოვანი გარსების მხრივ, სახის შეშუპება, ქოშინი, ასევე ტემპერატურის მომატება და კანკალი, ერთეულ შემთხვევებში მძიმე ანაფილაქსიური შოკის სახით).
ჰიპერმგრძნობელობის პირველი რეაქციების განვითარებისას პრეპარატის განმეორებით მიღება არ შეიძლება. Aაუცილებელია ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

უკუჩვენება

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ჰიპერმგრძნობელობისას ბრომჰექსინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.
მოქმედი ნივთიერების დიდი რაოდენობით შემცველობის გამო პრეპარატის გამოყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში არ შეიძლება.
მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ და განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში: კუჭისა და წვრილი ნაწლავის წყლული; ბრონქების ზოგიერთი იშვიათი დაავადება, რომლებსაც ახლავს ჭარბი სეკრეტის დაგროვება (მაგალითად, წამწამების ავთვისებიანი სინდრომი), სეკრეტის შეგუბების საშიშროების გამო; თირკმელების ფუნქციის დაქვეითება ან ღვიძლის მძიმე დაავადება. ამ შემთხვევებში მცირდება ინტერვალები ბრომჰექსინის მიღებათა შორის ან მცირდება დოზა.

ორსულობა და ლაქტაცია

ვინაიდან ორსულებში ბრომჰექსინის გამოყენების გამოცდილება დღემდე არ არსებობს, ბრომჰექსინის გამოყენება შეიძლება მხოლოდ მას, შემდეგ, როდესაც ექიმი შეაფასებს პრეპარატის გამოყენებით გამოწვეულ შესაძლო რისკსა და სარგებელს. მოქმედი ნივთიერება გადადის დედის რძეში. ამიტომ პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში არ შეიძლება.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი მითითებულია დასაკეც მუყაოს კოლოფზე და ფოლგაზე. შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევებისას გასათვალისწინებელია ღვიძლში წარმოქმნილი ბრომჰექსინის დაშლის პროდუქტების დაგროვების შესაძლებლობა. კერძოდ, უფრო ხანგრძლივი გამოყენებისას საჭიროა ღვიძლის ფუქნციის პერიოდული კონტროლი.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, როგორც წესი, გვერდითი მოქმედებები საშიში არ არის. მძიმე სიმპტომატიკის გამოვლინების დროს შესაძლებელია საჭირო გახდეს სისხლის მიმოქცევის კონტროლი და, ზოგიერთ შემთხვევაში, მკურნალობა სიმპტომატურია.
თუ პატარა ბავშვმა ბრომჰექსინი 8 ბერლინ-ჰემი დიდი რაოდენობით მიიღო, აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ერთდროულმა გამოყენებამ ხველის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებთან მათ მიერ ხველის რეფლექსის დათრგუნვის გამო შეიძლება გამოიწვიოს სეკრეტის შეგუბება, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს. ამიტომ ასეთი კომბინირებული მკურნალობის ჩატარება შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამაღიზიანებელ სამკურნალო საშუალებებთან კომბინირებისას შესაძლებელია კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.
ანტიბიოტიკების (ბაქტერიების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები) ერთდროულად დანიშვნისას ისინი ადვილად გადადიან ფილტვის ქსოვილში.

შენახვის პირობები და ვადები

ინახება ბავშვებისათვის მიუწვომელ ადგილას, 15-30°C ტემპერატურაზე.

აფთიაქში გაცემის წესი

ურეცეპტოდ.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა - გერმანია
BERLIN-CHEMIE AG