კატეგორიები

  • დოქტორ-მომი 100მლ. ხსნარი

  • ფასი: 8.62 ლ
  • მოკლე აღწერა მშრალი და სველი ხველით მიმდინარე ზედა სასუნთქი გზების დაავადებების სიმპტომური მკურნალობა;



საერთაშორისო დასახელება:

comb.drug

მწარმოებელი: UNIQUE PHARMACEUTICAL LABORATORIES, ინდოეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, ამოსახველებელი კომბინირებული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სიროფი ფლაკონში 100 მლ

100 მლ

Ocimum  sanctum ექსტრაქტი  .........        1 გ

Glycyrrhiza glabra ექსტრაქტი   .........        0.6 გ

Curcuma longa ექსტრაქტი    ..........          0.5 გ

Zingiber officinale ექსტრაქტი .........           0.1 გ

Adhatoda vasika ექსტრაქტი ..........            0.6 გ

Solanum indicum ექსტრაქტი ...........          0.2 გ

Inula racemosa ექსტრაქტი .............           0.2 გ

Piper cubeba ექსტრაქტი ................           0.1 გ

Terminalia belerica ექსტრაქტი ........           0.2 გ

Aloe barbadensis ექსტრაქტი..............        0.5 გ

Menthol .........................................        0.006გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კომბინირებული მცენარეული პრეპარატი, რომელიც არ შეიცავს ალკოჰოლს, საძილე და ნარკოტიკულ ნივთიერებებს, გააჩნია ანანასის სურნელი და ტკბილი გემო, რაც იძლევა პრეპარატის ბავშვებში გამოყენების შესაძლებლობას. მისი ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია პრეპარატში შემავალი კომპონენტებით. პრეპარატი ხასიათდება ბრონქოლიზური, მუკოლიზური, ამოსახველებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით.

ჩვენებები:

  • მშრალი და სველი ხველით მიმდინარე ზედა სასუნთქი გზების დაავადებების სიმპტომური მკურნალობა;
  • სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები (მწვავე რესპირატორული დაავადებები, ფარინგიტი, ლარინგიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი);
  • ფილტვების ანთების დროს (ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში);
  • სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები ("მწეველის ბრონქტიტის" ჩათვლით);
  • პროფესიული "ლექტორის" ლარინგიტი;
  • ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანის გაღიზიანება.

მიღების წესები და დოზირება:

3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1/2 ჩაის კოვზი (2.5 მლ ) 3-ჯერ დღეში;

6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1/2-1 ჩაის კოვზი (2.5-5.0 მლ) 3-ჯერ დღეში.

მოზარდებში და 14 წლის ასაკის ზევით ბავშვებში: 1-2 ჩაის კოვზი (5.0-10.0 მლ) 3-ჯერ დღეში.

მიღების წინ ფლაკონი უნდა შეინჯღრეს.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

PSP გირჩევთ