კატეგორიები

  • დოქტორ-მომი 20 საწუწნი ტაბლეტი ჟოლოთი

  • ფასი: 6.75 ლ
  • მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატი , ანთების საწინააღმდეგო და ამოსახველებელი თვისებებით .



 

სავაჭრო დასახელება : დოქტორ მომი ® მცენარეული საწუწნი ტაბლეტები

 

სამკურნალწამლო ფორმა :

საწუწნი ტაბლეტები ( ფორთოხლის , ლიმნის , ჟოლოს , მარწყვის , ანანასის )

 

შემადგენლობა : (1 საწუწნი ტაბლეტი )

აქტიური ნივთიერებები :

მშრალი ექსტრაქტები :

ძირტკბილას ფესვებიდან ( Glyciriza glabra )                 – 15,0 მგ

სამკურნალო კოჭას ფესურებიდან ( Zingiber officinale )      – 10,0 მგ

სამკურნალო ემბლიკას ნაყოფებიდან ( Emblica officinalis )   – 10,0 მგ

და

ლევომენთოლი                                          – 7,0 მგ

 

დამხმარე ნივთიერებები :

-           ფორთოხლის საწუწნი ტაბლეტებისთვის : საქაროზა , თხევადი დექსტროზა , გლიცეროლი ,ლიმონმჟავას მონოჰიდრატი , მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი , პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი ,ფორთოხლის არომატიზატორი , პიტნის არომატიზატორი ( პიტნის ესენცია ), საღებავი ყვითელისანსეტი ;

-           ლიმნის საწუწნი ტაბლეტებისთვის : საქაროზა , თხევადი დექსტროზა , გლიცეროლი ,ლიმონმჟავას მონოჰიდრატი , მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი , პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი ,ლიმნის ზეთი , პიტნის არომატიზატორი ( პიტნის ესენცია ), საღებავი ყვითელი ქინოლინი ;

-           ჟოლოს საწუწნი ტაბლეტებისთვის : საქაროზა , თხევადი დექსტროზა , გლიცეროლი ,მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი , პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი , ჟოლოს არომატიზატორი ,საღებავი აზორუბინი ;

-           მარწყვის საწუწნი ტაბლეტებისთვის : საქაროზა , თხევადი დექსტროზა , გლიცეროლი ,ლიმონმჟავას მონოჰიდრატი , მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი , პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი ,მარწყვის არომატიზატორი , ალისფერი საღებავი ( პონცო 4 R) ;

-           ანანასის საწუწნი ტაბლეტებისთვის : საქაროზა , თხევადი დექსტროზა , გლიცეროლი ,ლიმონმჟავას მონოჰიდრატი , მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი , პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი ,პიტნის არომატიზატორი ( პიტნს ესენცია ), ანანასის არომატიზატორი ,   საღებავი BQ სუპრა , (საღებავი , ცისფერი ბრილიანტის და ყვითელი ქინოლინის ნარევი ).

 

აღწერილობა

-           ფორთოხლის საწუწნი ტაბლეტები : მრგვალი , ორმხრივამობურცული , ფორთოხლისფერისაწუწნი ტაბლეტები . დასაშვებია საწუწნ ტაბლეტებში ჰაერის ბუშტუკების არსებობა და უსწორმასწოროკიდეები ;

-           ლინმის საწუწნი ტაბლეტები : მრგვალი , ორმხრივამობურცული , მომწვანო - მოყვითალოდანყვითლამდე ფერის საწუწნი ტაბლეტები . დასაშვებია საწუწნ ტაბლეტებში ჰაერის ბუშტუკების არსებობადა უსწორმასწორო კიდეები ;

-           ჟოლოს საწუწნი ტაბლეტები : მრგვალი , ორმხრივამობურცული , წითლიდან მუქ წითლამდეფერის საწუწნი ტაბლეტები . დასაშვებია საწუწნ ტაბლეტებში ჰაერის ბუშტუკების არსებობა დაუსწორმასწორო კიდეები ;

-           მარწყვის საწუწნი ტაბლეტები : მრგვალი , ორმხრივამობურცული , წითლიდან ალუბლისფერ- წითლამდე ფერის საწუწნი ტაბლეტები . დასაშვებია საწუწნ ტაბლეტებში ჰაერის ბუშტუკებისარსებობა და უსწორმასწორო კიდეები ;

-           ანანასის საწუწნი ტაბლეტები : მრგვალი , ორმხრივამობურცული , მწვანე ფერის საწუწნიტაბლეტები . დასაშვებია საწუწნ ტაბლეტებში ჰაერის ბუშტუკების არსებობა და უსწორმასწოროკიდეები .

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

მცენარეული წარმოშობის ამოსახველებელი საშუალება

ათქ კოდი [ R05CA10 ]

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატი , ანთების საწინააღმდეგო და ამოსახველებელითვისებებით . პრეპარატის მოქმედება გაპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების თვისებებით .ძირტკბილას ფესვების ექსტრაქტს გააჩნია ანთების საწინაარმდეგო , ამოსახველებელი , სპაზმოლიზურიმოქმედება ; სამკურნალო კოჭას ფესურების ექსტრაქტი ავლენს ანთების საწინააღმდეგო დატკივილგამაყუჩებელ თვისებებს ; სამკურნალო ემბლიკის ექსტრაქტი – ანთების საწინააღმდეგო და სიცხისდამწევ მოქმედებას . პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი მენთოლი ავლენს სპაზმოლიზურ ,ანტისეპტიკურ მოქმედებას .

 

მიღების ჩვენება

,, მშრალი ’’ ხველის თანხლებით მიმდინარე სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ანთებითიდაავადებების ( ფარინგიტი , ლარინგიტი , მათ შორის ,, ლექტორთა ’’, ტრაქეიტი , ბრონქიტი )სიმპტომური თერაპია .

 

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებზე , ბავშვთა ასაკი (18 წლამდე ) ( კლინიკური მონაცემებისარარსებობის გამო ).

 

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობის და ლაქტაციი პერიოდში გამოყენება რეკომენდებული არ არის .

( კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო ).

 

გამოყენების მეთოდი და დოზირება

მოზრდილებში 1 საწუწნი ტაბლეტი ნელა უნდა მოიწუწნოს ყოველ 2 საათში ერთხელ .

მაქსიმალური დღიური დოზა – 10 საწუწნი ტაბლეტი . მკურნალობის ხანგრძლივობა – 2-3 კვირა .

 

გვერდითი მოვლენები :

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

რეკომენდებული არ არის ერთდროული გამოყენება ხველის საწინააღმდეგო სხვა საშუალებებთან ერთად ,ასევე , ნახველის შემამცირებელ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად , რადგანაც ეს აძნელებსგათხიერებული ნახველის ამოხველებას .

 

ჭარბი დოზირება

დღეისათვის ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება

 

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი შეიცავს შაქარს , რაც უნდა გაითვალისწინონ ჰიპოკალორიულ დიეტაზე მყოფმა და შაქრიანიდიაბეტით დაავადებულმა პირებმა .

 

გამოშვების ფორმა :

საწუწნი ტაბლეტები ( ფორთოხლის , ლიმნის , ჟოლოს , მარწყვის , ანანასის ).

-           ალუმინის სტრიპი 4 საწუწნი ტაბლეტი ; 5 ალუმინის სტრიპი გამოყენების ინსტრუქციასთანერთად მუყაოს კოლოფში ;

-           ალ / პვქ ბლისტერი 8 საწუწნი ტაბლეტით ; 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთანერთად მუყაოს კოლოფში ;

-           ალ / პვქ ბლისტერი 8 საწუწნი ტაბლეტით ; 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთანერთად მუყაოს კოლოფში ;

-           ალ / პვქ ბლისტერი 8 საწუწნი ტაბლეტით ; 2 ბლისტერი მრავალშრიან , ლამინირებულპაკეტში . 1 პაკეტი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში ;

-           ალ / პვქ ბლისტერი 8 საწუწნი ტაბლეტით ; 3 ბლისტერი მრავალშრიან , ლამინირებულპაკეტში . 1 პაკეტი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში .

 

შენახვის პირობები

მშრალ ადგილას , არაუმეტეს 30 °C ტემპერატურაზე .

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას .

 

ვარგისიანობის ვადა

5 წელი . არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ .

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები : ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ( გაიცემა ურეცეპტოდ )

 

მწარმოებელი

<< უნიკ ფარმაციუტიკალ ლაბორატორიზ >>

( ფირმა << დჯ . ბ . კემიკალს ენდ ფარმასიუტიკლ ლტდ >>- ს განყოფილება ),

ვორლი მუმბაი – 400 030, ინდოეთი