კატეგორიები

  • ლინკასი + ექსპექტორანტი სიროფი 120მლ..

  • ფასი: 9.00 ლ
  • • ფილტვებში შეგუბების საწინააღმდეგოდ; • ბრონქიტი, პნევმონია, ასთმა, ტუბერკულოზი; • გაციება, ალეგილი და “მწეველთა” ხველა; • ზემო სასუნთქი გზების ინფექციები (ლარინგოფარინგიტი, სინუსიტი, ანგინა).



სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

 

სიროფი “ლინკას პლუს ექსპექტორანტი”-ს შემადგენელ კომპონენტებს ახასიათებთ სხვადასხვა ეტიოლოგიის ხვლების საწინააღმდეგო მოქმედება.
სამკურნალო საშუალების აქტიური ინგრედიენტები წარმოადგენენ სამკურნალო მცენარეების ექსტრაქტებს და არ შეიცავენ სინთეზურ ქიმიურ ნივთიერებებს.
“ლინკას პლუს ექსპექტორანტი” არის ოპტიმალურად დაბალანსებული და ეფექტური სამკურნალო საშუალება, რომელიც ფართოდ გამოიყენება პროდუქტიული ხველის დროს. კერძოდ, პნევმონიის, ტუბერკულოზის, ქრონიკული ობსტრუქციული რესპირატორული დაავდებებისა (ქრონიკული ბრონქიტი, ასთმა, “მწეველთა” ხველა) და ზემო სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების დროს.
სიროფს აქვს ტკბილი და სასიამოვნო გემო და ფართოდ გამოიყენება ყველა ასაკობრივ ჯგუფში.

შემადგენლობა: მგ/10 მლ.
აქტიური ინგრედიენტები:
ყვითელფოთლოვანი ძაღლყურძენაA(შოლანუმ ხანტჰოცარპუმ) 30 მგ.
ძარღვიანი ადჰადოტა (Aდჰატოდა ვასიცა) 70 მგ.
ძირტკბილა (Gლყცყრრჰიზა გლაბრა) 15 მგ.
რეჰანი (Oციმუმ ბასილიცუმ) 30 მგ.
კორდია ფართოფოთლოვანი (ჩორდია ლატიფოლია) 10 მგ.
გრძელი წიწაკა (Pიპერ ლონგუმ) 10 მგ.
ტუხტი სამკურნალო (Aლტჰეა ოფფიცინალის) 15 მგ.
ბადიანი (Iლლიციუმ ვერუმ) 50 მგ.
შემავსებლები:
გაუწყლოებული ლიმონმჟავა 20 მგ.
მეთილპარაბენი 11,5 მგ.
პროპილპარაბენი 2,3 მგ.
ევკალიპტის ზეთი 0,002 მლ.
პიტნის ზეთი 0,0075 მგ.
არომატიზატორი “საღეჭი რეზინი” 0,0015 მლ.
ამონიუმის ქლორიდი 75 მგ.
პროპილენგლიკოლი 2 მგ.

სიროფი “ლინკას პლუს ექსპექტორანტი”-ს კომპონენტების დამახასიათებელი თვისებები:

ყვითელნაყოფიანი პასლენი
(შოლანუმ ხანტჰოცარპუმ) ამოსახველებელი, სიცხის დამწევი;
ძარღვოვანი ადჰადოტა
(Aდჰატოდა ვასიცა) ამოსახველებელი, ბრონქოლიზური, სპაზმოლიზური, მუკოლიზური, სიცხის დამწევი;
ძირტკბილა
(Gლყცყრრჰიზა გლაბრა) ამოსახველებელი, დამარბილებელი, სპაზმოლიზური, ანთების საწინააღმდეგო;
რეჰანი
(Oციმუმ ბასილიცუმ) ამოსახველებელი, შეგუბების საწინააღმდეგო;
კორდია ფართფოთლოვანი
(ჩორდია ლატიფოლია) მუკოლიზური, ნახველის საწინააღმდეგო;
გრძელი წიწაკა
(Pიპერ ლონგუმ) ამოსახველებელი, მუკოლიზური;
სამკურნალო ტუხტი
(Aლტჰეა ოფფიცინალის)

ბადიანი
(Iლლიციუმ ვერუმ) ბრონქოლიზური, ხველის საწინაააღმდეგო;


მუკოლიზური, ბრონქოლიზური, სიცხის დამწევი.

ჩვენება:
• ფილტვებში შეგუბების საწინააღმდეგოდ;
• ბრონქიტი, პნევმონია, ასთმა, ტუბერკულოზი;
• გაციება, ალეგილი და “მწეველთა” ხველა;
• ზემო სასუნთქი გზების ინფექციები (ლარინგოფარინგიტი, სინუსიტი, ანგინა).

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელ კომპონენტებზე.

გვერდითი მოვლენები: არ არის დადგენილი, თუმცა შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ არის რეკომენდებული ხველის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებტან და ასევე ნახველის წარმოქმნის შემამცირებელ საშუალებებთან ერთობლივი მიღება.

განსაკუთრებული მითითებები:
სიროფი შეიცავს საქაროზას, რაც უნდა გაითვალისწინონ პაციენტებმა შაქრიანი დიაბეტით, ასევე იმ პირებმა რომლებიც იმყოფებიან ჰიპოკალორიულ დიეტაზე.


გამოყენების მეთოდი და დოზირება:
მოზრდილები: 1 სუფრის კოვზი (10 მლ) დღეში 3-ჯერ;
ბავშვები (6-დან 18 წლამდე) 1 ჩაის კოვზი (5 მლ) დღეში 3-ჯერ ან ექიმის დანიშნულებით.
½
გამოშვების ფორმა:
პლასტიკის თავსახურით დახუფული 120 მლ. მუქი ფერის მინის ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

შენახვის წესები:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე (არაუმეტეს 25ºჩ), ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოყენების წინ საჭიროა შენჯღრევა.


ვარგისობის ვადა:
3 წელი.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

გაცემის წესი:
ურეცეპტოდ.

 

მწარმოებელი:
“ჰერბიონ პაკისტან (პვტ) ლტდ”;
30/28, კორანგის საწარმოო ზონა,
ყარაჩი 74900, პაკისტანი

PSP გირჩევთ