კატეგორიები

  • ფლუიფორტი პაკეტი 2.7გ 1 პაკეტი

  • ფასი: 6.35 ლ
  • ფლუიფორტს გააჩნია ლორწოს გათხევადების თვისებები. ეფექტურია ჰიპერ­ ასევე ჰიპოვისკოზური ლორწოს, ზედა და ქვედა სასუნთქი გზების მწვავე და ყელ­ყურ ცხვირის დაავადებების შემთხვევაში.



სავაჭრო სახელწოდება ფლუიფორტი საშე / FLUIFORT
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) carboxymethylcysteine lysine salt;
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი ჯგ: მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო საშუალებები → მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები
მწარმოებელი ფირმა ევროდრაგ ლაბორატორიეს
მწარმოებელი ქვეყანა ნიდერლანდები
გამოშვების ფორმა 2.7 გ ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №50
გაცემის რეჟიმი III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

რა არის ფლუიფორტის პაკეტი და რისთვის გამოიყენება
ფლუიფორტის პაკეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს შ­მეთილ კარბოქსიცისტეინის ლიზინის მარილს, რომელიც წარმოადგენს მუკორეგულატორს,
გააჩნია ლორწოს გათხევადების თვისებები.
ეფექტურია ჰიპერ­ ასევე ჰიპოვისკოზური ლორწოს, ზედა და ქვედა სასუნთქი გზების მწვავე და ყელ­ყურ ცხვირის დაავადებების შემთხვევაში.
ფლუიფორტის პაკეტის გამოყენების წესები
ჩვეულებრივი დოზა მოცემულია ქვემოთ:
მოზრდილები:
დღეში 1 პაკეტი ან ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
მიღების მეთოდი
პაკეტის შიგთავსი გახსენით ნახევარ ჭიქა წყალში, კარგად აურიეთ.
ბავშვები:
ფლუიფორტის® პაკეტი არ მიიღება ბავშვებში.
ბავშვებში გამოიყენება ფლუიფორტის® სიროფი.
პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის და თირკმელების დაავადებები:
პრეპარატი მიიღება ჩვეულებრივი დოზებით.
შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები:ფლუიფორტის® შეიცავს მანიტოლს, შესაბამისად შესაძლებელია მიღება შაქრიანი დიაბეტის მქონე
პაციენტებში. ფლუიფორტის მიღება შესაძლებელია ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, ასეთ შემთხვევაში გაითვალისწინოთ ექიმის რეკომენდაციები
რას შეიცავს ფლუიფორტის პაკეტი
­აქტიური ნივთიერება არის ს­მეთილ კარბოქსიცისტეინის ლიზინის მარილი;
­სხვა ინგრედიენტებია: ასპარტამი, პოვიდონი K30, უწყლო ლიმონის მჟავა, ნატურალური კედრის ფხვნილი, ფორთოხლის ფხვნილი, მანიტოლი.
როგორია ვიზუალურად ფლუიფორტის პაკეტი და რას შეიცავს იგი:
ფლუიფორტის პაკეტი წარმოადგენს მოყვითალო ფხვნილს ფორთოხლის სურნელით.
კოლოფში მოთავსებულია 50 პაკეტი .

PSP გირჩევთ