კატეგორიები

  • ფეროტონი 28 კაფსულა

  • ფასი: 0.00 ლ
  • ფეროტონი წარმოადგენს კარგად შესაწავლილი კომბინაციას, რომელიც უზრუნველყოფს რკინის მაქსიმალურ შეწოვას და გამოყენებას რკინადეფიციტური ანემიების სამკურნალოდ.



შემადგენლობა

თითოეული კაფსულა შეიცავს:
რკინის ფუმარატს 350.0 მგ
ვიტამინი B12-ს 7.5 მკგ
ფოლის მჟავას 2.0 მგ
ასკორბინის მჟავას 150.0 მგ
მანგანუმის სულფატს, 2.5 მგ Mn-ის ექვივალენტურს
სპილენძის სულფატს, 2.5 მგ Cu-ის ექვივალენტურს

ფარმაკოლოგიური თვისებები
- ფეროტონი წარმოადგენს კარგად შესაწავლილი კომბინაციას, რომელიც უზრუნველყოფს რკინის მაქსიმალურ შეწოვას და გამოყენებას რკინადეფიციტური ანემიების სამკურნალოდ.
- ფეროტონი შეიცავს ნორმალური ერითროპოეზისთვის საჭირო ყველა აუცილებელ ფაქტორს.
- ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს რკინის გარდაქმნას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ადვილად შეწოვად ფორმად.
- ვიტამინი B12, ფოლის მჟავა, მანგანუმი და სპილენძი რკინასთნ ერთად აუცილებელია ჰემოგლობინის სინთეზისათვის.
- რკინის ფუმარატს რკინის სხვა მარილებისგან განსხვავებით ელემენტური რკინის ყველაზე მაღალი შემცველობა (33%) აქვს.

ჩვენებები
ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა რკინადეფიციტური ანემიის შემდეგი შემთხვევების ჩათვლით:
- ორსულობისა და ლაქტაციისას;
- არასრულფასოვანი კვებისას;
- ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ;
- სისხლდენისას ან სისხლის დაკარგვის ნებისმიერი შემთხვევისას;
- სისხლის დანაკარგის კომპენსაციისათვის მენსტრუაციის დროს;
- სქესობრივი მომწიფების პერიოდში;
- გამოჯანმრთელების პერიოდში.

მიღების წესები და დოზები
ინიშნება თითო კაფსულა დღეში ძირითადი ჭამის შემდეგ.
დოზის გაზრდა შესაძლებელია 2 კაფსულამდე ექიმის დანიშნულებით.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, მშრალ სინათლისა და ბავშვებისგან დაცულ ადგილას. 
ვარგისიანობის ვადა: 36 თვე

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაიცემა რეცეპტით)

რეგისტრაციის # და თარიღი
წს Nრ-001218 20.03.2006

PSP გირჩევთ