კატეგორიები

  • ფერუმ ტონიკი 250მლ. სიროფი

  • ფასი: 0.00 ლ
  • ჩვენებები: სპეციალური ფიტოფორმულა ფერუმ ტონიკი მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით, მიკრო– და მაკროელემენტებით, ანტიოქსიდანტებით. ფერუმ ტონიკის სიროფის ძირითად შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს Tootia Kasis (Faulad) – მცენარეული წარმოშობის ორვალენტიანი რკინა



შემადგენლობა

შემადგენლობა: 5 მლ–ის შემადგენლობაში შედის:
Tootia Kasis (ორვალენტიანი რკინა) 20მგ – ბუნებრივი ორვალენტიანი რკინა, რომელიც ადვილად შეიწოვება ორგანიზმში, ახასიათებს სწრაფი ანტიანემიური მოქმედება.
Foenicum Vulgare 350მგ 
Emblicaofficinalis 
Terminaliachebula
Terminaliabellirica 
Ptychotisajowan 150მგ
Zingiber Officinale 220მგ
EmbeliaRobusta 90მგ
PiperLongum 90მგ
WoodfordiaFloribunda 85მგ
LavendulaStoechas 50მგ
BetelLeaf 50მგ
CinnamomumTamala / 50მგ
PiperNigrum 50მგ

ჩვენებები
სპეციალური ფიტოფორმულა ფერუმ ტონიკი მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით, მიკრო– და მაკროელემენტებით, ანტიოქსიდანტებით. ფერუმ ტონიკის სიროფის ძირითად შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს Tootia Kasis (Faulad) – მცენარეული წარმოშობის ორვალენტიანი რკინა. ეს უნიკალური მცენარეული კომპონენტი გამოიყენება რკინადეფიციტური ანემიის თავიდან ასაცილებლად, რომელიც გამოწვეულიაორსულობით, არასწორი კვებით, სისხლის დაკარგვით და სხვა დაავადებებით. 

ფერუმ ტონიკს ახასიათებს კომპლექსური მოქმედება, მასში შემავალი მცენარული კომპონენტები ეფექტურად ახდენს კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მოქმედების ნორმალიზებას, ხელს უწყობს ნაღვლის ბუშტის, ნაღვლის სადინარების, კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციონირებას. 
აღადგენს ღვიძლის უჯრედებს. აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და ორგანიზმიდან ტოქსინების გამოყოფას.
სპეციალური ფიტოფორმულა ფერუმ ტონიკი:
• აღადგენს რკინის დეფიციტს რკინადეფიციტური ანემიის დროს
• ხსნის საერთო სისუსტეს, მატებს ტონუსსა და ენერგიას
• გააჩნია ჰეპატოპროტექტორული მოქმედება. 
• გააჩნია დეტოქსიკაციური მოქმედება
• აუმჯობესებს ჰეპატო–ბილიარული სისტემის მოქმედებას (ნაღვლის ბუშტის, ნაღვლის სადინარების, კუჭქვეშა ჯირკვლის);
• აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს, აღადგენს დაქვეითებულ მადას
• დისბაქტერიოზის დროს აღადგენს ორგანიზმის ფერმენტული სისტემის აქტივობას;
• აძლიერებს იმუნურ სისტემას.
• გამოიყენება ქრონიკული ჰეპატიტის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის;

მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში (12 წლიდან ზევით) – 2 ჩაის კოვზი(10მლ) 2–ჯერ დღეში;
ბავშვებში (4– 11 წელი) – 1 ჩაის კოვზი (5მლ) 2–ჯერ დღეში;
პრეპარატი მიიღება დილით და საღამოს, ჭამამდე 1 საათით ადრე ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ.
მკურნალობის კურსი 30–60 დღე, წელიწადში 2–ჯერ შეიძლება მკურნალობის კურსის გამეორება.

უკუჩვენება
ალერგიული დაავადებები, აუტანლობა რომელიმე კომპონენტის მიმართ, შაქრიანი დიაბეტი.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის და ლაქტაციის დროს მიმართეთ ექიმს.

PSP გირჩევთ