შემადგენლობა:
ვენექსი™- 300
VENEX™ - 300
შაქარიანი გარსით დაფრული ყოველი ტაბლეტი შეიცავს :
დიოსმინი ბფ ( სინთეზური ).............300 მგ
ვენექსი™ -500
VENEX™ -500
შაქარიანი გარსით დაფრული ყოველი ტაბლეტი შეიცავს :
დიოსმინი ბფ ( სინთეზური ).............500 მგ
კლინიკურიფარმაკოლოგია:
ვენექსი™ სისხლძარღვების დამცველია . ვენექსი აფერხებს ნორადრენალინის დეგრადაციას დაახანგრძლივებს მის მოქმედებას ვენების კედლებზე , ზრდის ვენურ ტონუსს . ვენექსი მოქმედებს ვენურცირკულატორულ სისტემაზე , ამცირებს ვენების გაგანიერებას , ვენოსტაზს , მიკროცირკულაციაში ახდენსკაპილარების განვლადობის ნორმალიზაციას და აძლიერებს კაპილარულ რეზისტენტობას .
კლინიკურიფარმაკოკინეტიკა:
პერორალური მიღების შემდეგ დიოსმინი კარგად შეიწოვება წვრილ ნაწლავში . მოლეკულისგლიკოზიდური ნაწილი ფერმენტულად იხლიჩება და მიიღება დიოსმეთინი , რომელიც ხელახლაიხლიჩება და მიიღება მეტოქსი - ჰიდროქსი ფენილპროპიონის მჟავა . ეს მეტაბოლიტი პასუხისმგებელიაფარაკოლოგიურ ეფექტზე .
ჩვენება:
ვენური ფუნქციონალური დარღვევები როგორიცაა ბუასილი , ვარიკოზული ვენები და მათთანდაკავშირებული სიმპტომები , საშვილოსნოს შიდა მოწყობილობების მიმართ აუტანლობა , მენორაგია ,მეტრორაგია და როგორც დამატებითი თერაპია ორსულობის ფლებოპათიებისა და თანდაყოლილისისხლდენებისას , რეტინული ჰემორაგია , ფეხებში სიმძიმე , მტკივნეული ვარიკოზი , შეშუპება ,პარესთეზია , გართულება - თრომბოფლებიტი , დამხმარე თერაპია ცირკულარული ვარიკოზულიწყლულის დროს , რეციდივის პროფილაქტიკა ვასკულური ქირურგიისას .
დოზირებადამიღება:
ვენური უკმარისობის , საშვილოსნოს დისფუნქციური სისხლდენების , საშვილოსნოს შიდაკონტრაცეპტიული საშუალებით ინდუცირებული სისხლდენისას : 300 მგ -2 ტაბლეტი დღეში .
ბუასილისას : 500 მგ 2 ტაბლეტი დღეში .
უკუჩვენება
არ არის დადგენილი .
სიფრთხილე:
მიუხედავად იმისა , რომ ორსულობის მეორე ნახევარში დიოსმინის ტაბლეტების გამოყენების შემდეგგვერდითი ეფექტები არ გამოკვლეულა , უსაფრთხოების მიზნით , პრეპარატის მიღება რეკომენდებული არარის ორსულობის პირველი ტრიმესტრის განმავლობაში .
გვერდითიეფექტები:
გვერდითი ეფექტები როგორიცაა გასტროინტესტინალური დარღვევები ( დაახლოებით 1%) და კანისალერგიული გამონაყარი ( დაახლოებით 0.02%) იშვიათია და ქრება დოზის შემცირების ან წამლის მოხსნისშემდეგ .
წამლისმიერიურთიერთქმედება:
შეიძლება კომბინაციაში გამოყენება ნებისმიერ პრეპარატთან , განსაკუთრებით ანტიკოაგულანტებთან .
შენახვისწესი:
ინახება გრილ , მშრალ ადგილას .
გამოშვებისფორმა:
ვენექსი™-300: 10 ტაბლეტიანი ბლისტერის ფირფიტა .
ვენექსი™-500 : 10 ტაბლეტიანი ბლისტერის ფირფიტა .
ვარგისიანობისვადა
3 წელი
აფთიაქიდანგაცემისწესი
რეცეპტით
მწარმოებელი
შპს . “ელდერფარმაცეუტიკალს”
დ -220, TTC მწარმოებელი რაიონი ,
ნავი მუმბაი -400 706. ინდოეთი