კატეგორიები

  • გულის ბიომოლეკულა ხსნარი 50მლ

  • ფასი: 0.00 ლ
  • ჩვენებები: კომპლექსურ მკურნალობაში გულის იშემიური დაავადება, სტენოკარდია, გულის ქრონიკული უკმარისობა, მიოკარდიტი, სხვადასხვა სახის არითმია, არტერიული ჰიპერტენზია ბაზისურ მკურნალობაში, როგორც დამხმარე საშუალება, ნევროზული მოვლენები...



ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალება

გულის ბიომოლეკულა

პერორარული ხსნარი
გამოყენების ინსტრუქცია

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.

შემადგენლობა:

Grataegus  D3

Arnica  C15

Aconit  C30

Naia  C30

Cactus  C12

Spigelia  C15

  ეთილის სპირტი 35% (Spiritus aethylicus) – 50 ml

ფარმაკოლოგიური თვისებები: ანტიარითმიული, კარდიოპროტექტორული ჰომეოპათიური საშუალება

ჩვენებები: კომპლექსურ მკურნალობაში გულის იშემიური დაავადება, სტენოკარდია,   გულის ქრონიკული უკმარისობა, მიოკარდიტი, სხვადასხვა სახის არითმია, არტერიული ჰიპერტენზია ბაზისურ მკურნალობაში, როგორც დამხმარე საშუალება, ნევროზული მოვლენები (შფოთვა, შიშები), ტონზილოგენური კარდიოპათია, რევმატული კარდიტი, გარდატეხის ასაკში ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის მოვლენები.

მიღების წესი და დოზირება:

3-4 წვეთი დღეში 3-ჯერ ცოტა წყალთან ერთად 0,5 საათით ადრე ჭამის წინ ან ჭამიდან 1 საათში ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მკურნალობის ხანგრძლივობა 3–დან 6 თვემდე ინდივიდუალურად, ექიმის კონტროლის ქვეშ.

უკუჩვენება: არ არის გამოვლენილი. შეიძლება გამოყენება სხვა ფარმაკოლოგიურ პრეპარატებთან ერთად. ზედოზირებისას რაიმე არასასურველი ეფექტი შემჩნეული არაა. პრეპარატი არ ახდენს გავლენას მძღოლების კონცენტრაციის უნარზე.

გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი. რაიმე არასასურველი მოვლენის შემთხვევაში, რომელიც არა არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს. ორსულებმა  პრეპარატი  მიიღონ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

გამოშვების ფორმა: 50 მლ ხსნარი ნარინჯისფერი პოლიეთილენის საწვეთურიან ფლაკონში. ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შემადგენელი კომპონენტების მოკლე დახასიათება:

Grataegus, კუნელი – გამოიყენება გულის უკმარისობისას, არტერიული ჰიპერტენზიისას, გულის ტოქსიური და ინფექციური დაზიანებისას, სტენოკარდიისას, როგორც დამხმარე საშუალება ბაზისურ მკურნალობასთან ერთად.

Arnica, არნიკა – გამოიყენება ზოგადად გულის კუნთში მიმდინარე დისტროფიული პროცესებისას, მიოკარდიტისას, გულის უკმარისობისას, გულის იშემიური დაავადებისას, აძლიერებს კუნთის კუმშვადობას.  

Aconit, ტილჭირი – გამოიყენება მწვავე სტენოკარდიული შეტევისას შიშის თანხლებით და შფოთვით, სხვადასხვა სახის ანთებისას, რევმატული კარდიოპათიისას.

Naia, ნაია – გამოიყენება როგორც უნივერსალური საშუალება გულის სხვადასხვა დაავადების დროს, გულის იშემიური დაავადება, გულის უკმარისობა, მიოკარდიტი და სხვ. აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს და მიკროცირკულაციას.

Cactus, კაკტუსი – გამოიყენება მოჭერითი ხასიათის ტკივილების დროს გულის არეში – სტენოკარდია, გულის უკმარისობა.

Spigelia, სპიგელია – ნევრალგიური და რევმატული წარმოშობის ტკივილები გულის არეში, სტენოკარდია, რევმოკარდიტი.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება მშრალ, არაუმეტეს 25C, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პრეპარატების ჯგუფი III – გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე.

მწარმოებელი: შ.პ.ს. „დავათის“ დაკვეთით.

 

 

 

PSP გირჩევთ