კატეგორიები

პსპ-ს შესახებ ბეჭდვა ელფოსტა

კრედო კომპანია დამფუძნებლები აღიარება პარტნიორები

 

კომპანიის სახელწოდება PSP, ლათინური გამონათქვამის "Paulatim Summa Petuntur" აბრევიატურაა და ქართულად ნიშნავს "ნაბიჯ-ნაბიჯ მწვერვალისკენ".

 

psp distributionპირველი ოფიციალური დისტრიბუტორი
 

პე-ეს-პე 1994 წლიდან საქართველოს ფარმაცევტული ბაზარზე მომხამრებლისთვის ხარისხის გარანტად გვევლინება. თავდაპირველად, სადისტრიბუციო კომპანია „დანერგვის ცენტრი პსპ“ შეიქმნა, რომელიც საქართველოში ევროპული მედიკამენტების პირველი ოფიციალური დისტრიბუტორი გახდა; წარმატებით ახორციელებს 1000-ზე მეტი ფარმაცევტული ქარხნის 10000-ზე მეტი დასახელების მედიკამენტების და სამკურნალო კოსმეტიკის, ჰიგიენური საშუალებების იმპორტს და მათ დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

iiFtRPc ადგილობრივი ფარმაცევტული საწარმო

 

ადგილობრივი წარმოების შექმნის იდეა 1998 წელს დაიბადა, 2000 წელს პსპ-ს ფარმაცევტული საწარმო GMP-მ პირველი მედიკამენტი გამოუშვა, და ყოველწლიურად ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ „ქართველებსაც შეგვიძლია საერთაშორისო სტანდარტის მედიკამენტები ვაწარმოოთ; მისი ექსპორტის მოცულობა ყოველწლიურად იზრდება და მსოფლიოს 11 ქვეყანაში ჯიემპის წარმოებული წამალი ხარისხითა და ეფექტურობით სახელს იხვეჭს. ქარხანა აწარმოებს 150-მდედასახელების, სხვადასხვა ჯგუფის, ახალი თაობის მედიკამენტებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ipsp

PSP დაზღვევა

 

2010 წლიდან პსპ დაზღვევა ჯანმრთელობის დაზღევვის კორპორატიულ სეგემენტზე მუშაობს და 150-მდე კომპანიის 250 000 დაზღვეული ჰყავს; რომელთა კმაყოფილებაა მომსახურების, ანაზღაურების და პროვაიდერული სამსახურის ერთიანი, გამართული და ხარისხიანი მუშაობა განაპირობებს. ავტოდაზღვევის მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია ავტომობილის მფლობელებს შოის; სადაზღვევო პირობები, მოქნილი ანაზღაურების და ოპერატიული მომსხაურების გამო.

 

 

 

 

 

new

მრავალპროფილიანი კლინიკა

" ნიუ ჰოსპიტალსი" ევროპული სტანდარტის 150 საწოლიანი მრავალპროფილური ჰოსპიტალი რომლის ამბულატორიულ განყოფილებას ყოველდრიურად 1000 პაციენტის მომსახურება შეუძლია. ჰოსპიტალსში 1200-მდე სპეციალისტია დასაქმებული. მათ შორის უმაღლესი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალი, რომელთაც ევროპასა და ამერიკაში მუშაობის და სტაჟირების დიდი გამოცდილება აქვთ.